logo
ENG



სოციალური აგენტების პროტესტი გრძელდება - მთავარი მოთხოვნა ხელფასების მატებაა

02 ივლ 202010:19
3 წუთის საკითხავი
 

სოციალური აგენტების პროტესტი გრძელდება. მას შემდეგ რაც ჯანდაცვის სამინისტრომ მათი მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სოციალური აგენტები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. დღეს გახდება ცნობილი თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს სოციალურმა აგენტებმა გაფიცვასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება 80 ლარიანი ხელფასების და სატრანსპორტო მომსახურეობის თანხის გაზრდა. რაც შეეხება მთავარ პრიორიტეტს, ეს უვადო ხელშეკრულების გაფორმებაა.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ არ უნდა დაუშვას სოცაგენტების გაფიცვა და დაუყონებლივ უნდა მოახდინოს სოციალური აგენტების მოთხოვნილებები.

„ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა არის ხელფასების მატება სოციალური აგენტებისთვის, ასევე მათი შრომითი ხელშეკრულების ვადის განსაზღვრა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა. არის შემოთავაზებები სააგენტოს მხრიდან ხელფასების გარკვეული რაოდენობით ზრდა, ხელშეკრულების ვადის გარკვეული რაოდენობით ვადის გაზრდა. რამდენად მისაღებია ან არ არის მისაღები გაირკვევა დღევანდელ შეხვედრაზე“, - აცხადებს „სოლიდარობის ქსელის“ იურისტი დათო ომსარაშვილი.


close დახურვა